რეზორცინული და ფენოლურ-რეზორცინული წებო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რეზორცინული და ფენოლურ-რეზორცინული წებო''' − რუსული წარმოე...)
 

მიმდინარე ცვლილება 11:36, 2 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

რეზორცინული და ფენოლურ-რეზორცინული წებო − რუსული წარმოების ФР–12, ФРФ–50, РАФ–10, ФРАМ–30 და სხვ. მარკის წებოები, რომელიც თავისი შედგენილობით ახლოს არის ფენოლურ წებოებთან. გამყარება წარმოებს რეზორცინსა და ფორმალდეფიდს (ან პარაფორმს) შორის რეაქციის შედეგად ოთახის ტემპერატურაზე 24-48 სთ-ის განმავლობაში. გამამყარებლად შესაძლებელია აგრეთვე სუსტი მჟავებისა და ფუძეების გამოყენება. შემავსებლად იხმარება ხის ფქვილი, ცელულოზა, ლიგნინი; პლასტიფიკატორადგლიცერინი, დიეთილენგლიკოლი; გამხსნელად – სპირტი. წებოები გამოიყენება მერქნის, პლასტმასისა და ბეტონის დასაწებებლად. სიცოცხლისუნარიანობა შეადგენს 2-3 საათს.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები