აღმოსავლური წიფელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აღმოსავლური წიფელი''' − ფოთლოვანი ჯიშის ხე, სიმაღლით 40-50 მ-მდე...) |
16:54, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია
აღმოსავლური წიფელი − ფოთლოვანი ჯიშის ხე, სიმაღლით 40-50 მ-მდე, ვარჯი – დიდი, გაშლილი; აქვს უგულო, მკვრივი, მაგარი მერქანი; საქართველოში თითქმის ყველგან არის გავრცელებული ზღვის დონიდან 2300 მ სიმაღლემდე. დასავლეთ საქართველოში ის ჩამოდის ზღვის დონემდე, ხოლო აღმოსავლეთში 400-600 მ-მდე. საუკეთესო კორომებს ქმნის 1100-1600 მ სარტყელში. აღმოსავლური წიფელის მერქანს ფართო გამოყენება აქვს მშენებლობაში, საავეჯო წარმოებაში, ქიმიურ მრეწველობასა და მედიცინაში.