წნეხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: წნეხი '''წნეხი''' – დანადგარი მასალების წნევით ...)

11:37, 3 ნოემბერი 2022-ის ვერსია

წნეხი

წნეხიდანადგარი მასალების წნევით დამუშავებისათვის. წნეხი სამუშაო ნაწილი მასალაზე ახდენს არა დარტყმით, არამედ სტატიკურ ზემოქმედებას. წნეხს იყენებენ მასალის მექანიკური გამოცდებისათვის (ბრინელის წნეხი), კერძოდ, სისალის დასადგენად. წნეხი არის ჰიდრავლიკური და მექანიკური. მექანიკური მუხლაბერკეტული წნეხი გამოიყენება ცეცხლმედეგი ნაკეთობებისა და კერამიკული ფილების ნახევრადმშრალი მეთოდით დასამზადებლად. გამოყენებული წნეხი მიეკუთვნება მრუდხარაბერკეტულ ტიპს პერიოდულად მბრუნავი მაგიდით ცალმხრივი და ერთსაფეხურიანი წნეხით. სამშენებლო აგურის, ღრუ ბლოკისა და სხვა სამშენებლო კერამიკული ნაკეთობის დასამზადებლად იყენებენ შნეკიან ვაკუუმურ წნეხებს.






წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები