მარკოვიცი ჰარი
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „მარკოვიცი ჰარი“ გადაიტანა გვერდზე „ჰარი მარკოვიცი“) |
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „ჰარი მარკოვიცი“ გადაიტანა გვერდზე „მარკოვიცი ჰარი“ გადამისამარ...) |
15:52, 3 ნოემბერი 2022-ის ვერსია
მარკოვიცი ჰარი - (1927) (Markovitz Harry) – ამერიკელი ეკონომისტ- ფინანსისტი, ფინანსური მართვის თეორიისა და პრაქტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი (1990) მ. მილერთან (Miller) და უ. შარპთან (Sharpe) ერთად, ფინანსური რისკების მართვაში შეტანილი ნოვატორული წვლილისათვის.
XX საუკუნის 50-იან წლებში მარკოვიცის ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა პორტფელის (Portfolio) თანამედროვე თეორიას. თავდაპირველად მან შეიმუშავა პორტფელის არჩევის თეორია, რომელშიც წარმოდგენილია კორპორაციების მიერ საინვესტიციო ფასიანი ქაღალდების შერჩევის ძირითადი პრინციპები. ეს თეორია საინვესტიციო ფეროში მენეჯერთა ნორმატიული მოდელი გახდა. მარკოვიცის ძირითადი ნაშრომებია: «პორტფელის არჩევა: ინვესტირების ეფექტიანი დივერსიფიკაცია»( 1959) (“Portfolio selection: Efficient Diversification of Investment”) და «პორტფელის არჩევისას საშუალოსა და დისპერსიის (საშუალოსგან გადახრის - რ.ა.) ანალიზი და კაპიტალის ბაზრები»(1987)(Mean-Variance Analysis in Portfolio Choice and Capital Markets”).