თავსაკრავი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Tavsaburavi qalisa.jpg |thumb|250პქ|თავსაკრავი]] | [[ფაილი:Tavsaburavi qalisa.jpg |thumb|250პქ|თავსაკრავი]] | ||
| − | '''თავსაკრავი''' - [[ჩიხტი|ჩიხტას]] წინა მხარეზე გადასაკრავი დაქარგული ნაჭერი. მასალად გამოყენებულია ხავერდი ან სხვა ძვირფასი [[ქსოვილი]] (შავი, თეთრი, შვინდისფერი, ლურჯი და სხვა). | + | '''თავსაკრავი''' - [[ჩიხტი|ჩიხტას]] წინა მხარეზე გადასაკრავი დაქარგული ნაჭერი. მასალად გამოყენებულია [[ხავერდი]] ან სხვა ძვირფასი [[ქსოვილი]] (შავი, თეთრი, შვინდისფერი, ლურჯი და სხვა). |
პატარძლები თეთრ თავსაკრავებს ხმარობდნენ, მოხუცები და ქვრივები - სადასა და შავს, ხოლო შუახნის ქალები კი ნაქარგით დამშვენებულ თავსაკრავებს. ჩიხტაზე ბოლომდე არმისული სიგრძის ვიწრო ნაჭერს ნაპირები გადაკეცილი უნდა ჰქონოდა. ჩიხტაზე მას უბრალო ქინძისთავებით ამაგრებდნენ. გაფორმების მხრივ არჩევდნენ ორგვარ თავსაკრავებს: | პატარძლები თეთრ თავსაკრავებს ხმარობდნენ, მოხუცები და ქვრივები - სადასა და შავს, ხოლო შუახნის ქალები კი ნაქარგით დამშვენებულ თავსაკრავებს. ჩიხტაზე ბოლომდე არმისული სიგრძის ვიწრო ნაჭერს ნაპირები გადაკეცილი უნდა ჰქონოდა. ჩიხტაზე მას უბრალო ქინძისთავებით ამაგრებდნენ. გაფორმების მხრივ არჩევდნენ ორგვარ თავსაკრავებს: | ||
13:04, 4 ნოემბერი 2022-ის ვერსია
თავსაკრავი - ჩიხტას წინა მხარეზე გადასაკრავი დაქარგული ნაჭერი. მასალად გამოყენებულია ხავერდი ან სხვა ძვირფასი ქსოვილი (შავი, თეთრი, შვინდისფერი, ლურჯი და სხვა).
პატარძლები თეთრ თავსაკრავებს ხმარობდნენ, მოხუცები და ქვრივები - სადასა და შავს, ხოლო შუახნის ქალები კი ნაქარგით დამშვენებულ თავსაკრავებს. ჩიხტაზე ბოლომდე არმისული სიგრძის ვიწრო ნაჭერს ნაპირები გადაკეცილი უნდა ჰქონოდა. ჩიხტაზე მას უბრალო ქინძისთავებით ამაგრებდნენ. გაფორმების მხრივ არჩევდნენ ორგვარ თავსაკრავებს:
- ნაკერი, ანუ მოქარგული და
- სადა, ანუ „საია“
თავსაკრავის მოსაქარგად გამოიყენებდნენ როგორც ოქრომკედს, ასევე ფერად ძაფებსაც. მოწონებით სარგებლობდა ოქრომკედით ნაკერები. ქარგულში ჩართული იყო სხვადასხვა ზომისა და ხარისხის მძივები თუ ოქროსფერი ლითონის პატარა ფირფიტები - „კილიტები“, რომელთა დასამაგრებლად მოიხმარდნენ ოქროვან ძაფს. მოქარგვის სახეები იყო ტოტიანი, ვარდიანი, ბროწეული, ჯაჭვი და სხვა.
გაფორმების მხრივ ასხვავებდნენ:
- ოქრომკედით ნაკერს,
- მძივის თავსაკრავს,
- კილიტიანსა და
- მარგალიტიანს.
ეს უკანასკნელი დიდი მოწონებით სარგებლობდა. სადა ხავერდის თავსაკრავებზე მარგალიტის ან ფირუზის თვლიანი ქინძისთავები ეკეთათ. XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში გავრცელდა ალმასის თვლებით შემკული ბაღჩის ტიპის ოქროს ქინძისთავები - „ჯიღა“. ლეჩაქთან ერთად, მოქარგულ თავსაკრავებსაც, პროფესიონალი ოსტატები ამზადებდნენ.
