მომსახურება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მომსახურება''' - (service, maintenance) - შრომის ეკონომიკური ფორმა, ეკონომი...) |
12:51, 7 ნოემბერი 2022-ის ვერსია
მომსახურება - (service, maintenance) - შრომის ეკონომიკური ფორმა, ეკონომიკური კატეგორია, რომელიც გამოხატავს ურთიერთობას შრომის სარგებლიანობის საფუძველზე. მომსახურების სასარგებლო ეფექტი ვლინდება მატერიალური და არამატერიალური მომსახურების სახით. გამოყოფენ მომსახურების შემდეგ ჯგუფებს: ა). წარმოებაზე ორიენტირებული (ამ ჯგუფში შედის საქმიანი მომსახურებისა და მატერიალური დოვლათის წარმოების მომსახურე სხვა დარგები); ბ). სავაჭრო; გ). პირადი და დ). სოციალური მომსახურება. ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტული სამრეწველო კლასიფიკაციის მიხედვით, მომსახურების მკვეთრად განსხვავებული დარგები ქმნიან მომსახურების სფეროს.