ხრახნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხრახნი''' – ცილინდრული ფორმის დეტალი (იშვიათად კონუსური), რო...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:20, 9 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

ხრახნი – ცილინდრული ფორმის დეტალი (იშვიათად კონუსური), რომელსაც აქვს კუთხვილიანი ზედაპირი ან ხრახნული ფრთები. არჩევენ ორი სახის ხრახნს:
1. ხრახნი, რომელიც ურთიერთქმედებს ხრახნულ მეორე დეტალის ხვრეტთან;
2. ხრახნი, რომელიც ურთიერთქმედებს უშუალოდ გარე ან სამუშაო გარემოსთან.

პირველს მიეკუთვნება ხრახნული მექანიზმებისა და გადაცემების სავალი და ძალური ხრახნი, ხელსაწყოების მიკრომეტრული ხრახნი, სამაგრი (შეერთებების), დასაყენებელი და სხვა სახის ხრახნი; მეორე ჯგუფს კი ხრახნი, რომელიც გამოიყენება წევის ძალის მისაღებად, აგრეთვე ბლანტი, ფხვიერი და ნაჭროვანი მასალების ასარევად და გადასაადგილებლად (თვითმფრინავებში, გემებზე, ვენტილატორებში, ტუმბოებში, ხრახნულ კონვეიერებში და სხვ.).


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები