ნივალური ჰავა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნივალური ჰავა''' − (ლათ. nivalis თოვლიანი, ცივი), კლიმატი, რომლის დრ...) |
16:58, 9 ნოემბერი 2022-ის ვერსია
ნივალური ჰავა − (ლათ. nivalis თოვლიანი, ცივი), კლიმატი, რომლის დროსაც თოვლი და მყარი ნალექები ჭარბად მოდის და ვერ ასწრებს დნობასა და აორთქლებას; იწვევს მყინვარების წარმოქმნას (ანტარქტიდის, გრენლანდიისა და სხვ. კლიმატები) და თოვლნარების შემონახვას. დამახასიათებელია მეტწილად არქტიკული და ანტარქტიკული სარტყლებისათვის.