მექანიკური ნიჩაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:სამშენებლო მანქანები]] | [[კატეგორია:სამშენებლო მანქანები]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტექნიკა]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტექნიკა]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ექსკავატორი]] |
მიმდინარე ცვლილება 15:12, 11 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
მექანიკური ნიჩაბი – თვითმავალი სრულსაბრუნი ამოსათხრელ-განმტვირთავი მანქანა (ერთჩამჩიანი ექსკავატორი), რომლის მოძრავი სამუშაო ელემენტები გადაადგილდება მექანიკური მოწყობილობებით. სამუშაო ციკლი შედგება ოთხი ფაზისგან: ამოთხრა, მობრუნება, ჩამჩის განტვირთვა და მობრუნება ახალი ციკლის დასაწყებად. ჩამჩის მოძრაობის მიხედვით მექანიკური ნიჩაბი არის პირდაპირი და შებრუნებული. დანიშნულების მიხედვით – სამშენებლო, საკარიერო, გასაშლელი და საკარიერო-სამშენებლო. სამშენებლო ძირითადად გამოიყენება ქვაბულების ამოსათხრელად, კარიერული – უშუალოდ კარიერების დასამუშავებლად, გასაშლელი – გრუნტის ზედა ფენის მოსახსნელად (კარიერულისაგან განსხვავებით აქვს გრძელი ისარი), ხოლო საკარიერო-სამშენებლო – კარიერებსა და მშენებლობაზე.