აირანი
(→წყარო) |
|||
ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
[[კატეგორია:გამაგრილებელი სასმელები]] | [[კატეგორია:გამაგრილებელი სასმელები]] | ||
[[კატეგორია:რძის პროდუქტები]] | [[კატეგორია:რძის პროდუქტები]] | ||
+ | [[კატეგორია:აჭარული სამზარეულო]] |
16:53, 14 ნოემბერი 2022-ის ვერსია
აირანი — კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი სითხე, წყალგარეული, დოსავით შეთხელებული მაწონი, გამაგრილებელი სასმელი. თედო სახოკია: „დოს აირანს ეძახიან და მისგან შეჭამანდს აკეთებენ, როგორც ქართლ-კახეთში”.
აჭარულ დიალექტში ტერმინი თურქულიდანაა შესული. იგი ცხელი ამინდების დროს აჭარელი კაცის საყვარელი სასმელი იყო. მაწვნის მსგავსი რძის ეს პროდუქტი, შუა აზიაში – ყაზახეთში, ციმბირის ზოგ ხალხში, თურქეთსა და კავკასიაშია გავრცელებული.
დამზადების პირველი ვარიანტი: წყალში მაწონი გაიხსნებოდა, გემოვნების მიხედვით მარილს დაურთავდნენ და დასალევად იყენებდნენ. ზაფხულში აიარანი წყალსაც ენაცვლებოდა. ამისათვის საჭირო იყო: მაწონი - სამი ანდა ოთხი ლიტრი, წყალი - ნახევარი ლიტრი, მარილი – ერთი სუფრის კოვზი;
მეორე ვარიანტი: ზემოთ აღწერილი წესით კარაქის მოდღვების შემდეგ დარჩენილ სითხესაც აირანი ეწოდებოდა. აირანს გვარდაში ჩაასხამდნენ, დაამარილებდნენ და ზაფხულობით წყლის მაგივრად სვამდნენ. ზოგჯერ აირანში მჭადს ჩაფშვნიდნენ და კერძად მირთმევდნენ.
ლიტერატურა
- სახოკია, 1985:155;
- გრიშაშვილი, 1997;
- ნიჟარაძე, 1971:81;
- აბაშიძე, კომახიძე, 1998:151;
- ქართული მატერიალური კულტურის... 2011:26.