ბაღდადი (სამოსი)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
[[კატეგორია:ქართული სამოსი]] | [[კატეგორია:ქართული სამოსი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:თავსაბურავები]] |
მიმდინარე ცვლილება 11:49, 17 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
ბაღდადი - ქალის საგარეო თავსაბურავი. მასალად გამოიყენებოდა ღია ფერის საუკეთესო ხარისხის აბრეშუმის როგორც სადა, ისე ყვავილებით მოჩითული ქსოვილებიც. ბაღდადის ძირითადი ფორმა ოთხკუთხედი იყო, თუმცა „ცალფა“ სამკუთხა ფორმის ბაღდადებიც ყოფილა ხმარებაში.
ბაღდადი თავზე ისე უნდა დაეფინათ, რომ ჩიხტაზე დამაგრებული თავსაკრავი არ დაფარულიყო, მერე ყურებით ნიკაპქვეშ გაინასკვავდნენ და ჩიხტაში ჩადებულ კოპზე ქინძისთავებით დაამაგრებდნენ. მოხუცი და ქვრივი ქალები შავი და სადა ფერის ბაღდადებს ხმარობდნენ, ახალგაზრდა და შუახნის ქალები კი ჭრელსა და ღია ფერისას, რომლებიც ლეჩაქს ზემოდან ებურათ.
ბაღდადს უწოდებენ მამაკაცის აბრეშუმის დიდ ხელსახოცსაც.
[რედაქტირება] ლიტერატურა
ლ. ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა), ანალები, ტ. I, 1947. ნ. გვათუა, ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა XIXს. და XXს. 1967. ც.ბ. ხ.ც.
| |