ბალადური ოპერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:მუსიკალურ-დრამატული ჟანრები]] | [[კატეგორია:მუსიკალურ-დრამატული ჟანრები]] | ||
[[კატეგორია:საოპერო ჟანრები]] | [[კატეგორია:საოპერო ჟანრები]] | ||
− |
13:01, 17 ნოემბერი 2022-ის ვერსია
ბალადური ოპერა - მუსიკალურ-დრამატული ჟანრი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა XVIII ს. ინგლისში; სატირული ხასიათის კომედია, რომელიც შეიცავს სიმღერებს და სხვა მუსიკალურ ნომრებს. სიმღერების ტექსტები იქმნებოდა სპეციალურად ბალადური ოპერისათვის. ბალადური ოპერის ჟანრს საყოველთაო აღიარება მოუტანა „ღატაკის ოპერამ“ (1728); ტექსტი ეკუთვნოდა ჯ. გეის, მუსიკა – ჯ. პეპუშს. მოახდინა ზეგავლენა გერმანულ ზინგშპილზე. „ღატაკის ოპერის“ მოდერნიზებულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს კ. ვაილისა და ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“ (1928).