ლარა (კაკლის ჯიში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია:კაკლის ჯიშები]] | [[კატეგორია:კაკლის ჯიშები]] | ||
[[კატეგორია:კაკლის ფრანგული ჯიშები]] | [[კატეგორია:კაკლის ფრანგული ჯიშები]] | ||
| + | [[კატეგორია:კაკლი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 11:52, 18 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
ლარა - კაკლის ფრანგული ჯიში.
წარმოშობა: ფრანგული ჯიში, ლარა.
პოლმოლოგიური დახასიათება: ხე საშუალო ზრდისაა, ვარჯი მომრგვალო, ზემოთ მიმართული. მსხმოიარობს ძირითადად გვერდით სანაყოფე ტოტებზე. სიმწიფის ვადა საშუალო საგვიანო. მწიფდება სექტემბრის ბოლოს. მსხმოიარობაში შედის მე-2-3 წელს. საჰექტარო მოსავლიანობა 5-6 ტ./ჰა. ნაყოფი მრგვალი დიდი ზომის. ნაჭუჭი საშუალო სისქის, ადვილად მტვრევადი. ლებნები თეთრი ფერის. სრულად ავსებს ნაჭუჭის ღრუს. ხასიათდება მაღალი გემური თვისებებით. გულის გამოსავლიანობა 45-48%-ია.
[რედაქტირება] წყარო
ჟურნალი „აგრო ბაზისი“; 2016, №5. სტატია: „კაკალი – გამრავლება, გაშენება, მოვლა“; ავტორი: ნუგზარ შენგელია.