შირფილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 8: ხაზი 8:
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]]
 
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]]
[[კატეგორია:პნევმოქსოვილი]]
 
[[კატეგორია:გადახურვა]]
 
 
[[კატეგორია:საბურულე მასალები]]
 
[[კატეგორია:საბურულე მასალები]]

მიმდინარე ცვლილება 12:02, 18 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

შირფილი – პნევმოქსოვილის ნაირსახეობა, რომელიც მიიღება ტეფლონისა და მინაბოჭკოს კომპოზიტის დამუშავებით. აქვს მღალი სიმტკიცე, კარგი საექსპლუატაციო თვისებები, ამაღლებული ცეცხლმედეგობა, ხანგამძლეობა. სიმკვრივე 1530 კგ/მ3. შირფილის სახურავი მკრთალი ფერისაა, რადგან ის დამაბინძურებელი ნივთიერებების მიმართ ინერტულია, ამიტომ სახურავი მუდმივად სუფთაა. მტვერი და ჭუჭყი, რომელიც მის ზედაპირზე შეიძლება დაგროვდეს, ადვილად ირეცხება წვიმის დროს და პრაქტიკულად სახურავი წლის ნებისმიერ დროს გამოიყურება მიმზიდველად. შირფილს აქვს უნიკალური თვისება – ირეკლავს მზის ენერგიის 70% სინათლის აბსოლუტური გამტარობის პირობებში, რაც საშუალებას იძლევა ზაფხულობით შევინარჩუნოთ ნორმალური ტემპერატურა. აღსანიშნავია ისიც, რომ გარსში გავლის შემდეგ მზის სხივები განიცდის გარდატეხას და ინტერიერის მხრიდან განათება ტოვებს თანაბრად გაბნეული შუქის სასიამოვნო შთაბეჭდილებას, ანუ შირფილს შუქის სპექტრი შიდა მხრიდან უახლოვდება დღის შუქის სპექტრს.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები