კინოდეკორაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 7: ხაზი 7:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
 
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
[[კატეგორია:კინემატოგრაფია]]
 
 
[[კატეგორია:დეკორაცია]]
 
[[კატეგორია:დეკორაცია]]
 
[[კატეგორია:კინოდეკორაცია ]]
 
[[კატეგორია:კინოდეკორაცია ]]

13:39, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია

კინოდეკორაცია – მხატვრული გაფორმება სივრცისა, რომლის ფარგლებშიც ხდება ფილმის მოქმედება. კინოდეკორაცია საჭიროა იმ ისტორიული ეპოქის სოციალური წრის, გარემოპირობების დასახასიათებლად, რომელშიც მიმდინარეობს ფილმის მოქმედება, იგი წარმოადგენს დრამატურგისა და რეჟისორის ჩანაფიქრის სახვითი განხორციელების მნიშვნელოვან საშუალებას.

კინოდეკორაცია არსებითად განსხვავდება თეატრალურისაგან, რომლის თავისებურებას განაპირობებს სცენისა და მაყურებლის დარბაზის ფრონტალური ხედვის პირობები. კინოდეკორაცია გათვალისწინებულია კინოაპარატის ხედვის უამრავ წერტილზე, და რაკი კინოაპარატი თვითთონვე მოძრაობს, კინოდეკორაცია სამ განზომილებიანი აიგება ხოლმე, თანაც ისეთი კონსტრუქციისა, რომ კინოაპარატს შეეძლოს რეჟისორისთვის საჭირო ნებისმიერი მასშტაბითა და რაკურსით აღბეჭდოს ფილმის მოქმედების ნებისმიერი მომენტი. კამერულ სცენებთან ერთად კინოხელოვნებას შეუძლია ასახოს ეპიკური ხასიათის მოვლენები, რომლებშიც ათეულ ათასობით ადამიანი მონაწილეობს.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები