ტორფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Torfi.jpg|thumb|<small>'''ჭაობის შავი ტორფი'''</small>]] | [[ფაილი:Torfi.jpg|thumb|<small>'''ჭაობის შავი ტორფი'''</small>]] | ||
− | [[ფაილი:Torfi1.jpg|thumb|<small>'''[[ტორფიანი გრუნტი]]'''</small>]] | + | [[ფაილი:Torfi1.jpg|thumb|მარცხნივ|<small>'''[[ტორფიანი გრუნტი]]'''</small>]] |
'''ტორფი''' (''გერმ.'' torf < ''არაბ.'' turap მიწა) – მკვრივი მასა, წვადი [[სასარგებლო წიაღისეული]], რომელიც წარმოქმნილია ჭაობის მცენარეების ლპობის შედეგად, ჭარბი დანესტიანებისა და თითქმის უჰაერობის პირობებში. აქვს რთული ქიმიური შემადგენლობა. | '''ტორფი''' (''გერმ.'' torf < ''არაბ.'' turap მიწა) – მკვრივი მასა, წვადი [[სასარგებლო წიაღისეული]], რომელიც წარმოქმნილია ჭაობის მცენარეების ლპობის შედეგად, ჭარბი დანესტიანებისა და თითქმის უჰაერობის პირობებში. აქვს რთული ქიმიური შემადგენლობა. |
14:15, 22 ნოემბერი 2022-ის ვერსია
ტორფი (გერმ. torf < არაბ. turap მიწა) – მკვრივი მასა, წვადი სასარგებლო წიაღისეული, რომელიც წარმოქმნილია ჭაობის მცენარეების ლპობის შედეგად, ჭარბი დანესტიანებისა და თითქმის უჰაერობის პირობებში. აქვს რთული ქიმიური შემადგენლობა.
მისი წვადი ნაწილის ძირითადი კომპონენტებია: ნახშირბადი (50-60%), წყალბადი (5-6,5%), ჟანგბადი (30-40%), აზოტი (1-3%), გოგირდი (0,1-1,2%, ზოგჯერ 2,5%-მდე).
ბუნებრივ პირობებში ჭარბად შეიცავს ტენს (88-96%) და ფორიანია (96-97%), აქვს ერთგვაროვანი ან შრეებრივი ტექსტურა; ყვითელი, მურა ან შავია. სიმკვრივე 300 კგ/მ3. თბოუნარიანობა (40%-იანი ტენიანობის დროს) 2650-3120 კკალ/კგ. თბოენერგეტიკის გარდა გამოიყენება სოფლის მეურნეობაში (სასუქი), მშენებლობაში (საწვავი, თბოსაიზოლაციო მასალა), ქიმიურ მრეწველობაში და სხვა.