რიგელი (რელიეფი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:გეოგრაფიული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:გეოგრაფიული ტერმინები]]
[[კატეგორია:რელიეფი]
+
[[კატეგორია:რელიეფი]]

მიმდინარე ცვლილება 13:19, 24 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

Rigeli 2.JPG

რიგელი – (გერმ. riegel განივა, ურდული), განივი კლდოვანი ჭორომი მყინვარული ხეობის ძირზე. წარმოიქმნება ხეობის ფსკერზე გაშიშვლებული მკვრივი ქანებით ან მყინვარის გაძლიერებული მოქმედების შედეგად ხეობის გაღრმავებით.

რიგელი ისევე როგორც ვერძის შუბლი, იქმნება ეგზარაციის შედეგად. ამასთან რბილი ქანები იმსხვრევა და მყინვარს გადააქვს, ხოლო შედარებით მაგარი ქანები, რჩება და საფეხურებს ქმნის. რიგელი წარმოიქმნება ასევე მყინვარების შერწყმის ადგილას, სადაც ინტენსიურად აწარმოებს ფსკერის დახვნას და ამით უფრო მეტად აღრმავებს ხეობის ძირს. რიგელი შეიძლება მთლიანად იყოს დაფარული ყინულით ან მასზე ამოშვერილი ნუნატაკით. ტროგული ხეობის გრძივ პროფილს აქვს საფეხურებისებრი ფორმა, რომელიც განპირობებულია ამოწეული კლდოვანი საფეხურების მონაცვლეობით, ე.ი. რიგელით, და ასევე ჩაზნექილი მონაკვეთებით – ამოფხეკილი აუზებით. თუ მყინვარებმა ადგილი გადაინაცვლეს, მაშინ აუზები, როგორც წესი, ემსახურება ტბათა აბაზანებს ან ამოვსებულია მდინარეთა ნატანით, ხოლო რიგელი ამ დროს გაშიშვლებულია. ვერძის შუბლის მსგავსად რიგელი მკვეთრად ასიმეტრიულია.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები