ბარხანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ბარხანი '''ბარხანი''' − (ყაზახ. бархан ქვიშის ბორცვ...)
 
(წყარო)
ხაზი 6: ხაზი 6:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:რელიეფის ფორმები]]
+
[[კატეგორია:გეოგრაფიული ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:რელიეფი]]

13:20, 24 ნოემბერი 2022-ის ვერსია

ბარხანი

ბარხანი − (ყაზახ. бархан ქვიშის ბორცვი), რელიეფის დადებითი ფორმა, დიუნის სახესხვაობა. წარმოადგენს უდაბნოს კონტინენტურ დიუნას, ქარით მოტანილსა და მცენარეებით გაუმაგრებელი ფხვიერი ქვიშის ბორცვს. მყარ გრუნტზე დაგროვებული ცალკეული და ჯგუფური ბარხანები ქვიშის ნაკლებობისას დაბალია (0,5-დან რამდენიმე მეტრამდე), მაგრამ შეიძლება 100 მ-ზე მეტ სიმაღლესაც მიაღწიოს. ბარხანისთვის დამახასიათებელია ნახევარმთვარისებრი და ნამგლისებრი მოხაზულობა, გრძელი და დამრეცი (5-15°), საქარე და ციცაბო (30-33°) ქარზურგა ფერდობები, რომლებიც ქარის მიმართულებით წაგრძელებულ „რქებში” გადადის. ქვიშით ერთიანად დაფარულ ფერდობებზე ქარის სხვადასხვა რეჟიმის პირობებში ბარხანს სხვადასხვა ფორმა ეძლევა. ბარხანი წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრიდან ასეულ მეტრამდე იცვლის ადგილს. მოძრავ დიუნებსა და ბარხანებს დიდი ზიანი მოაქვთ, რადგან ქვიშის დიდი მასები ფარავს საზოგადოების მიერ კეთილმოწყობილ ტერიტორიებს (მინდვრებს, ბაღებს და ა.შ.). ბარხანს უჭირავს ქვიშიანი უდაბნოს მცენარეულობით ღარიბი უბნები. ის ბევრია საჰარაში, აგრეთვე შუა აზიის უდაბნოებში – ყარაყუმსა და ყიზილყუმში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები