ბერგი ედუარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 17: ხაზი 17:
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:რუსი ბანკირები]]
 
[[კატეგორია:რუსი ბანკირები]]
[[კატეგორია:რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელე კავკასიაში]]
+
[[კატეგორია:რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელეები კავკასიაში]]

მიმდინარე ცვლილება 13:58, 24 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

ბერგი ედუარდ - (?-?) - გერმანული წარმომავლობის ბანკირი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელე კავკასიაში, საიმპერიო ბანკის თბილისის ფილიალის უკანასკნელი გამგე.

ცნობილი იყო თავისი პროფესიონალიზმით, მაღალი რეპუტაციითა და გავლენით კავკასიელ ბანკირთა წრეში. მნიშვნელოვანი თანადგომა გაუწია ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატს, ხოლო შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას საკუთარი ფულის ნიშნების შემოღების პროცესში. მის ამ დამსახურებას აღნიშნავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი, რომელიც წერდა: „იგი ამიერკავკასიის და საქართველოს ფინანსებში ძალიან ჩახედული იყო; მთელი თავის ცოდნით და გავლენით შეებრძოლა ბანკების წარმომადგენელთა წრეებში ნაცად და მოსალოდნელ ოინებს; მთელი თავის შეგნებით საქართველოს ხელისუფლების მხარეზე დადგა და ქართული ბონის გამოშვების წინასწარ ნიადაგის მომზადებაში დიდი როლი ითამაშა“.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე იასონ ლორთქიფანიძე თავის დღიურში არაერთხელ იხსენიებს ე. ბერგს, რომელმაც რუსეთის ყოფილი საიმპერიო ბანკის თბილისის კანტორაში დაცული საფასეები საქართველოს ხელისუფლებას გადასცა.

ნიკო ჯავახიშვილი


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • კ. კანდელაკი, საქართველოს ეროვნული მეურნეობა, წიგნი II, დამოუკიდებელი საქართველო. მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, პარ., 1960;
  • იას. ლორთქიფანიძე, დღიური (1915-1932), წგნ.: „XX საუკუნის ქართველ მოღვაწეთა დღიურები“, თბ., 2012;
  • ნ. ჯავახიშვილი, ქართული ბონისტიკა, თბ., 1996.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები