მისარონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მისარონი''' − მისარონი ფარცვანიების ხატი იყო სამეგრელოში, მ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 8: ხაზი 8:
 
[[კატეგორია:თქმულებები]]
 
[[კატეგორია:თქმულებები]]
 
[[კატეგორია:ქართული თქმულებები]]
 
[[კატეგორია:ქართული თქმულებები]]
[[კატეგორია:საგვარეულო ხატი]]
+
[[კატეგორია:საგვარეულო ხატები]]

მიმდინარე ცვლილება 14:40, 24 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

მისარონი − მისარონი ფარცვანიების ხატი იყო სამეგრელოში, მისარონის კარზე ესვენა თურმე. ერთხელ თურქობის დროს თურქებმა ხატი გამოიტანეს ეკლესიიდან და თან წაიღეს. ხატმა გამტაცებლებს თვალის ჩინი წაართვა და ისინი უგზო-უკვლოდ დაეხეტებოდნენ, გზა ვერა და ვერ გაიგნეს, სულ ერთსა და იმავე ადგილზე ბრუნდებოდნენ. მაშინ მიხვდნენ, რომ ხატის გამო დაემართათ ეს ამბავი. როგორც კი გადაწყვიტეს ხატის უკან დაბრუნება, თვალი აეხილათ. ამის შემდეგ, თვალი რომ ეტკინებოდათ, მისარონის ხატს შესთხოვდნენ განკურნებას და იკურნებოდნენ.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები