მანძილმზომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მანძილმზომი''' – ადგილმდებარეობაზე უშუალო გაზომვების გარე...)
 
(წყარო)
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ხელსაწყოები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ხელსაწყოები]]
 +
[[კატეგორია:საზომი ხელსაწყოები]]
 +
[[კატეგორია:მანძილის საზომი ხელსაწყოები]]

მიმდინარე ცვლილება 21:01, 25 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

მანძილმზომი – ადგილმდებარეობაზე უშუალო გაზომვების გარეშე ობიექტამდე მანძილის გასაზომი ხელსაწყო.

გამოიყენება საარტილერიო სროლების, ბომბდაშენის, ტოპოგრაფიული აგეგმვის დროს. აგრეთვე – ნავიგაციაში, ასტრონომიაში, ფოტოგრაფიასა და სხვა.

განარჩევენ შუქურ, რადიო, აკუსტიკურ, ოპტიკურ-მექანიკურ მანძილმზომებს.

  • შუქური მანძილმზომების ყველაზე გავრცელებული სახეა ლაზერული (კვანტური) მანძილმზომები, რომელთა მოქმედება დაფუძნებულია გაშვებული და ობიექტიდან არეკლილი იმპულსის ინტერვალის ფიქსაციაზე. მათი გაზომვების დიაპაზონი 30 მ-დან 25 კმ-მდეა, სიზუსტე 5 მ, წონა 15-20 კგ (ბინოკლი) და 1,5-2 კგ (ბინოკლ-მანძილმზომი).
  • რადიო-მანძილმზომებში გამოიყენება რადიოტალღები პასიური და აქტიური არეკვლით, იმპულსური და უწყვეტი გამოსხივებით.
  • წყალში მანძილის გასაზომად გამოიყენება აკუსტიკური (ულტრაბგერითი) მანძილმზომები.
  • ოპტიკურ-მექანიკური მანძილმზომებიდან ყველაზე ფართო გავრცელება პოვა ბინოკულარულმა (სტერეოსკოპურმა) და მონოკულარულმა მანძილმზომებმა, გაზომილი მანძილის შესაბამისად 0,01 და 0,1% გაზომვის სიზუსტით.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები