ლიტურგიული დრამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 8: ხაზი 8:
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:საეკლესიო მუსიკა]]
 
[[კატეგორია:საეკლესიო მუსიკა]]
 +
[[კატეგორია:დრამა]]

21:18, 25 ნოემბერი 2022-ის ვერსია

ლიტურგიული დრამა - (ინგლ. liturgy drama), შუა საუკუნეებში, უპირატესად დასავლეთ ევროპაში, მუსიკალური წარმოდგენის სახეობა (IX—XIII საუკ.). ლიტურგიული დრამა სააღდგომო ან საშობაო საეკლესიო წირვის ნაწილი იყო (ლიტურგია) და წარმოადგენდა სახარების ცალკეული ეპიზოდების ინსცენირებას. წარმოიშვა „ტროპისაგან“. სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობდნენ საერო პირები და ჟონგლიორებიც კი. მონაცვლეობით მღეროდნენ სოლო და ქორო ან ორი ნახევარქორო. რელიგიურ სიმღერაში თანდათან ფეხს იკიდებდა ხალხური სიმღერის ელემენტები, საკრავებზე დაკვრა. მას შემდეგ, რაც აიკრძალა ასეთი წარმოდგენების ეკლესიებში შესრულება, ლიტურგიულმა დრამამ გადაინაცვლა ეკლესიის კარიბჭესთან. ლიტურგიულმა დრამამ ნიადაგი მოუმზადა სამოედნო მისტერიულ თეატრს.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები