სასუფეველი ცათა
(ახალი გვერდი: '''სასუფეველი ცათა''' - წმინდა მამების მიხედვით სასუფეველი ღმრ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:რელიგია]] | [[კატეგორია:რელიგია]] | ||
| − | [[კატეგორია:საუკუნო განსასვენებელი,სამოთხე]] | + | [[კატეგორია:საუკუნო განსასვენებელი, სამოთხე]] |
12:03, 27 აპრილი 2017-ის ვერსია
სასუფეველი ცათა - წმინდა მამების მიხედვით სასუფეველი ღმრთისა არის სულიერად აღმატებული სამოთხე: თუ სამოთხე საჩუქრად მიიღეს ჩვენმა წინაპრებმა - ადამმა და ევამ, სასუფეველი ჩვენ შორის რომ დავიმკვიდროთ, ამისთვის ჩვენც უნდა ვიცხოვროთ ქრისტიანულად და ვიბრძოლოთ მისთვის, „რამეთუ დღითგან იოანე ნათლისმცემლისა ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათა იიძულების და რომელნი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი“ - გვასწავლის უფალი მათე მახარებლის პირით (მ. 11-12).
სასუფევლის მოპოვების უპირველესი ნაბიჯი ნათლისღებაა ყოვლადწმიდა სამების სახელზე. ამის შესახებ უფალი ბრძანებს: „უკუეთუ ვინმე არ იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ცათა..., უკუეთუ ვინმე არ იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“ (ინ., 3-3,5). ყველაფერ ამასთან ერთად სასუფეველში მოხვედრის პირობას წარმოადგენს, ეკლესიური ცხოვრება და უფლის მცნებების განუხრელი დაცვა, სინანული, აღსარება, ზიარება, ღვთის სათნო ცხოვრება და კაცთმოყვარე ღმერთის განუსაზღვრელი წყალობა.
It. Regno dei cieli/Regno di Dio გამოთქმა და ცნება, რომელიც გამოხატავს „ღმრთის სასუფეველს, ღმრთის საუფლოს, ღმრთის მეფურ უზენაესობას“ (ბერძ. basileía thoû theû). ადრეული იუდაიზმის დროინდელი აბსტრაჰირება გამოთქმისა „ღმერთი არის მეფე (იქცევა მეფედ)“ (ებრ. malak Jhwh). რაბინული წარმოშობის გამოთქმა „ცათა სასუფეველი“ (malkût Samajim; შდრ. basileía tôn ouranôn მათესთან) ღმრთის სახელის ხსენების აკრძალვის ტენდენციის ნაყოფია. ეს ორი გამოთქმა აღნიშნავს სამყაროზე, ისტორიასა და ადამიანებზე ღმრთის სრულ და გადამწყვეტ უზენაესობას. მათ ხშირად ვხვდებით სინოპტიკოსებთან, რადგანაც ცათა სასუფევლის თემა უმთავრესია იესოს ქადაგებებში (მათ. 4:23; 9:35; მარკ. 1:15). ცათა სასუფევლის შესახებ მრავალი იგავი მოგვითხრობს (მათ. 13; მარკ. 4), ის წარმოდგენილია, როგორც უკვე თანამსწრები რეალობა (მათ. 12:28; ლუკ. 17:20; 21:32), თავის აღსრულებას კი ის ესქატოლოგიაში პოვებს (მათ. 12:43; 25:31, შმდ.; შდრ. 1 კორ. 15:25, შმდ.). See also: ღმრთის სასუფეველი
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4