ატრიბუტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | ||
− | + | [[კატეგორია:ატრიბუტი]] | |
− | [[კატეგორია: | + |
მიმდინარე ცვლილება 11:59, 28 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
ატრიბუტი – (რომ.) თვისება, ან ნივთი, რომელიც განუყრელად უკავშირდება პიროვნებას თუ საგანს. მითოლოგიაში ატრიბუტი ღვთაებისა თუ გმირის თანამდევი უცვლელი ნივთიერი ნიშანია. მაგალითად. ზევსის ატრიბუტებია – ელვა, სკიპტრა, არწივი, ღვთაება ნიკე. ათენასი – ეგისი და ბუ. ჰერმესისა – კერიკეონი. პოსეიდონისა – სამკაპი. ჰერაკლესი – კომბალი და ლომის ტყავი. ატრიბუტები დამოუკიდებელი ღვთაებები ან დემონებიც არიან. ისინი უმაღლესი ღმერთების თანამგზავრებად გვევლინებიან. ასეთია ნიკე ზევსისათვის, პანი და სატირები დიონისესათვის და სხვა. ხშირად ატრიბუტებად წარმოისახებიან მცენარეები, ფრინველები, ცხოველები, იარაღები, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა. ატრიბუტების მუდმივობა საშუალებას გვაძლევს გამოვიცნოთ უცნობი სიუჟეტის გმირები და დავადგინოთ მათი მნიშვნელობა.