საწინასწარმეტყველო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საწინასწამეტყველო''' - ღვთისმსახურების დროს საკითხავი წიგ...)

16:17, 28 აპრილი 2017-ის ვერსია

საწინასწამეტყველო - ღვთისმსახურების დროს საკითხავი წიგნი.

ეს არის საკითხავი ძველი აღთქმიდან (იშვიათად ახალი აღთქმიდანაც), რომელიც დღესასწულებსა და დიდმარხვის დღეებში იკითხება მწუხრზე, წარდგომის შემდეგ (სხვა მსახურებებზე – ძალიან იშვიათად). საწინასწარმეტყველო შინაარსით დაკავშირებულია აღსანიშნ დღესასწაულთან, უმეტესად ეს არის ძველი აღთქმისეული წინა-სახეები და წინასწარმეტყველებები (აქედან სახელწოდებაც) ახალი აღთქმის მოვლენებზე. ბერძნულად და სლავურად (პირველისგან გამომდინარე) საწინასწარმეტყველოებს ეწოდებათ პარიმიები (ბერძ. "პარიმია" – "იგავი", "ანდაზა"), რადგან საწინასწარმეტყველოების უმრავლესობა არის აღებული სოლომონის იგავთა წიგნიდან.


წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები