ახატვარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
[[კატეგორია:აფხაზური წეს-ჩვეულებები]] | [[კატეგორია:აფხაზური წეს-ჩვეულებები]] | ||
| + | [[კატეგორია:ზედსიძეობა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 17:01, 28 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
ახატვარა (ახატοარა) - აფხ. „ზედ დაჯდომა“. ჩასიძება, ზედსიძედ მისვლა. თუ ოჯახს მარტო ერთი ქალიშვილი ჰყავდა, მაგრამ ამავე დროს მისი პატრონიმიის მამაკაცებს ამ ოჯახის მიწაზე პრეტენზია არ ჰქონდათ, მაშინ მამაკაცი, რომელიც მათ ქალიშვილზე ქორწინდებოდა და ურვადის გადახდის საშუალება არჰქონდა, საცოლის ოჯახს ჩაესიძებოდა და თავისი შრომით იხდიდა გადასახადს.ეს ყველაზე ხშირად ხდებოდა იმ შემთხვევაში, როცა ოჯახს დედისერთა ქალიშვილი ჰყავდა. თუმცა, არც მამაკაცის და არც ქალის ნათესაობა მსგავს ჩასახლებას იოლად არ ეგუებოდა, რაც ჩანს აფხაზური ანდაზიდან: ზედსიძე ვირს ჰგავსო.