თასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: თასი '''თასი''' – ფიალა. არის დაბალქუსლიანიც და უქ...) |
11:31, 2 მარტი 2016-ის ვერსია
თასი – ფიალა. არის დაბალქუსლიანიც და უქუსლოც. იგი აუცილებელი სარიტუალო ჭურჭელია საქართველოს მთიანეთის ხატ-სალოცავებისა. ამ წმინდა სასმისით ხატის ყმები წმინდა სასმელს ეზიარებიან. იგი ითვლება სალოცავის სიმბოლოდ. ასეთი თასის ყველაზე ძვირფასი სარიტუალო ჭურჭელია სახუცო კოჭობი (იხ.). წესად იყო მიღებული ხატებისათვის თასების შეწირვის ჩვეულება.
ლიტერატურა
ქელ. 2009.
