ევროპული კავშირის ეკონომიკური საქმიანობის მთავარი სამრეწველო კლასიფიკაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ევროპული კავშირის ეკონომიკური საქმიანობის მთავარი სამრე...) |
16:28, 2 დეკემბერი 2022-ის ვერსია
ევროპული კავშირის ეკონომიკური საქმიანობის მთავარი სამრეწველო კლასიფიკაცია (General Industrial Clasification of Economic Activities within European Communities), – NACE, ევროკავშირის საბაზო კლასიფიკაცია ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით როგორც ბაზა ეროვნული კლასიფიკაციების შესაქმნელად. კლასიფიკაციის ობიექტებს წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის სახეები. NACE განკუთვნილია სამართლებრივი ერთეულების (იურიდიული და ფიზიკური პირების) აღწერისათვის მათი ძირითადი საკლასიფიკაციო ნიშნის – ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით. აღნიშნულ კლასიფიკაციაში დეტალიზებულია ICIჩ-ის კოდური პოზიციები ათნიშნა ციფრული კოდის მესამე და მეოთხე ნიშნის დონეზე.