ჰაროდი როი ფობს
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „ჰაროდი როი ფობს“ გადაიტანა გვერდზე „ფობს როი ჰაროდი“) |
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „ფობს როი ჰაროდი“ გადაიტანა გვერდზე „ჰაროდი როი ფობს“ გადამისამა...) |
16:12, 6 დეკემბერი 2022-ის ვერსია
ჰაროდი როი ფობს - (1900-1978) (Harrod Roy F.) - ინგლისელი ეკონომისტი, ნეოკეინზიანელობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. ოქსფორდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე კითხულობდა ლექციების კურსს საერთაშორისო ეკონომიკაში. იყო „ეკონომიკური ჟურნალის“ გამომცემელი 1945-1961 წლებში. მისი ძირითადი ნაშრომებია: „ეკონომიეკონომიკური დინამიკის თეორიისათვის“ (1948), „ჯონ მეინარდ კეინზის ცხოვრება“ (1951), „პოლიტიკა ინფლაციის წინააღმდეგ“ (1958), „ეკონომიკური დინამიკა“ (1973) და ა.შ.
ჰაროდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კონკურენციისა და საერთაშორისო ვაჭრობის თეორიებში. ამასთან, უდიდესი დამსახურება მიუძღვის ეკონომიკური დინამიკისა და, განსაკუთრებით, ეკონომიკური ზრდის ტემპების პრობლემათა კვლევაში. XX საუკუნის 40-იან წლებში მან შექმნა ეკონომიკური ზრდის წონასწორობის მოდელი, რომელიც მისგან დამოუკიდებლად დომარმაც ჩამოაყალიბა და ეკონომიკური ზრდის თეორიაში ცნობილია ჰაროდ-დომარის ეკონომიკური ზრდის მოდელის სახელწოდებით. ჰაროდის ეკონომიკური ზრდის კონცეფციამ საფუძველი დაუდო გრძელვადიან პერიოდში მყარი განვითარების ტემპების შენარჩუნების შესაძლებლობას.