ფირმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფირმა''' - (firm) (იტალ. firma) - ბიზნესის აბსტრაქტული ერთეულ...) |
13:06, 7 დეკემბერი 2022-ის ვერსია
ფირმა - (firm) (იტალ. firma) - ბიზნესის აბსტრაქტული ერთეული, მეწარმეობის ყველაზე ზოგადი სახელწოდება, მისი სიდიდის, ორგანიზაციული თუ საკუთრების ფორმის მიუხედავად. არსებობს ფირმის სამი სახე:
ერთპიროვნული* პარტნიორული* კორპორაციული.
ფირმების უმეტესი ნაწილი შექმნილია ერთპიროვნული საკუთრების საფუძველზე, ხოლო პროდუქციის ძირითად მასას კორპორაციები აწარმოებენ. მაგ., აშშ-ში ერთპიროვნულ ფირმებზე მოდის ფირმების მთელი რაოდენობის 77%, პარტნიორულზე - 8%, ხოლო კორპორაციებზე - 15%, მაშინ როდესაც კორპორაციები ქმნიან მთლიანი ეროვნული პროდუქტის 85%-ს, ხოლო ერთპიროვნული ფირმები - მხოლოდ 10%-ს.