ბრუკნერი ანტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ანტონ ბრუკნერი '''ბრუკნერი ანტონ''' - გერმ....)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბრუკნერი ანტონ“ გადაიტანა გვერდზე „ანტონ ბრუკნერი“)

17:39, 1 მაისი 2017-ის ვერსია

ანტონ ბრუკნერი

ბრუკნერი ანტონ - გერმ. Anton Bruckner. (4. IX 1824, სოფ. ანსფელდენი, ლინცის მახლობლად, – 11. X. 1896, ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი, ორგანისტი და პედაგოგი.

ორგანს უკრავდა ავსტრიის მონასტრებში, შემდეგ ქ. ლინცის ტაძარში. 1868-იდან ვენაში ცხოვრობდა. ასწავლიდა მუსიკალურ-თეორიულ დისციპლინებს და ორგანის დაკვრას უნივერსტეტსა და კონსერვატორიაში. მისი მოწაფეები იყვნენ გ. მალერი, ა. ნიკიში და სხვ. წერდა უმთავრესად სიმფონიურ მუსიკას. სიცოცხლეში გაითქვა სახელი როგორც გამოჩენილმა ორგანისტ-იმპროვიზატორმა. გატაცებული იყო ი. ს. ბახისა და რ. ვაგნერის შემოქმედებით, მიისწრაფოდა გვიანდელი რომანტიზმის სტილისტიკისა და ფორმის ქმნადობის კლასიკური პრინციპების შერწყმისაკენ. ბრუკნერის სიმფონიური სტილი ძირითადად ავითარებს ლ. ბეთჰოვენის, რ. შუმანისა და ფ. შუბერტის („დიდი სიმფონია“) სიმფონიების ტრადიციებს. ბრუკნერის შემოქმედების მკაფიოდ გამოხატულმა ეთიკურმა საწყისმა, პანთეისტურმა მსოფლაღქმამ განსაზღვრეს მისი მუსიკის ამაღლებული და დიდებული ხასიათი. ავტორია 9 სიმფონიისა. მთელი მისი მუსიკა პოლიფონიურობითაა გამსჭვალული. აღიარება გვიან მოიპოვა – მე-7 სიმფონიის შესრულების შემდეგ (1884). დაწერილი აქვს აგრეთვე სასულიერო ნაწარმოებები (საორგანო მესები) და სხვ.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები