ფულის ბრუნვის სიჩქარე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფულის ბრუნვის სიჩქარე''' - (velocity) - უკუპროპორციულ დამოკიდებულე...) |
11:08, 12 დეკემბერი 2022-ის ვერსია
ფულის ბრუნვის სიჩქარე - (velocity) - უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია ეკონომიკის განვითარების დონესა და ტემპებთან. რაც უფრო მაღალია ფულის ბრუნვის სიჩქარე, მით ნაკლები ფულის მასაა საჭირო VIG-ის მომსახურებისათვის. წარმოების დაბალი დონის პირობებში ფული სწრაფად ბრუნავს მიმოქცევაში რაც ფასების ზრდის შედეგია: მიმოქცევაში გაშვებული ფულადი მასის სიდიდე ითვლება ფასების სტაბილიზაციის მადომინირებელ ფაქტორად. საქართველოში ფულის ბრუნვის სიჩქარე, 2007 წლის მონაცემებით, 11-12-ის ფარგლებში იყო, რაც ეკონომიკის დაბალ დონეზე მიუთითებს (თუმცა 2003 წელს 16,3 იყო). 2011 წლის მონაცემებით, იგი 8-მდე ჩამოვიდა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებში 1-დან 2,5- ის ფარგლებშია, რუსეთში 8-მდე, ხოლო უკრაინაში 10-მდეა.