ყადაღა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ყადაღა''' - (sequestration, attachment, arrest) [არაბ. აკრძალვა, აღკვეთა] - [[ქონება|ქო...)

11:51, 19 დეკემბერი 2022-ის ვერსია

ყადაღა - (sequestration, attachment, arrest) [არაბ. აკრძალვა, აღკვეთა] - ქონების შესაძლო კონფისკაციის, ჩამორთმევის ან გამოყენების შეჩერების აღსრულების მიზნით შესრულებული ღონისძიება. ქონების დაყადაღება შეიძლება აგრეთვე ჯარიმის ან სხვა გადასახდელის გადახდევინების მიზნით კანონით დადგენილი წესით. ქონებას ყადაღას ადებს სასამართლო და კანონით უფლებამოსილი აღმასრულებელი პირი. დაყადაღებული ქონება აღიწერება და შესაბამისად გადაეცემა შენახვაზე პასუხისმგებელ პირს. ქონებაზე ყადაღის ახსნა შეიძლება სასამართლოს განაჩენით ან მომკვლევი პირის დადგენილებით.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები