შუმპეტერი იოზეფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Malania გვერდი „შუმპეტერი იოზეფ“ გადაიტანა გვერდზე „იოზეფ შუმპეტერი“)
(მომხმარებელმა Malania გვერდი „იოზეფ შუმპეტერი“ გადაიტანა გვერდზე „შუმპეტერი იოზეფ“ გადამისამ...)

14:03, 19 დეკემბერი 2022-ის ვერსია

Sumpeterti.PNG

შუმპეტერი იოზეფ - (1883- 1950) (Sumpeter Joseph) – ჯერ ბონის უნივერსიტეტის (1932 წლამდე), ხოლო შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. ფართო ინტერესების მქონე მეცნიერი საზოგადოებრივ მეცნიერებებში, თუმცა, სხვადასხვა დროს იყო ფინანსთა მინისტრი და ბანკირი. ცნობილია მისი ნაშრომები ეკონომიკური ციკლის ანალიზში, კერძოდ: „საქმიანი აქტიურობის ციკლი“ (1939) და „ეკონომიკური განვითარება“ (1912). დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ინოვაციურ საქმიანობას და, აქედან გამომდინარე, ისეთ მეწარმეს, რომელიც წარმოებაში ნერგავდა ახალ ტექნოლოგიებს, ქმნიდა პროდუქციის ახალ სახეობებს, წარმოების ორგანიზაციის ახალ მეთოდებს, აღმოაჩენდა ახალ ბაზრებს და ა.შ. ამ მხრივ განსაკუთრებულ როლს მონოპოლიებს ანიჭებდა. მისი ეს დებულება ცნობილია შუმპეტერის ჰიპოთეზის სახელწოდებით.

შუმპეტერის ნაშრომში - „კაპიტალიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია“ (1947) ლოგიკურადაა დასაბუთებული, რომ კაპიტალიზმი ადგილს უთმობს სოციალიზმს, მაგრამ არა თავისი მანკიერებების შედეგად (როგორც ამას კარლ მარქსი ამტკიცებდა), არამედ ეკონომიკური განვითარებით. მისი ბოლო დაუმთავრებელი მონუმენტური ნაშრომია „ეკონომიკური ანალიზის ისტორია“, რომელიც გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ (1954).

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები