ამებოტენიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ამებოტენიოზი''' - (amoebotaeniosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Amoebotaenia + ...) |
12:32, 20 დეკემბერი 2022-ის ვერსია
ამებოტენიოზი - (amoebotaeniosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Amoebotaenia + ბერძნ. osis დაავადება) – ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ცესტოდა – Amoebotaenia cuneatus (ლათ. cuneatus სოლისებრი, მახვილბოლოიანი) პარაზიტობს ქათმის, ინდაურის, ციცრის, კაკბის და სხვა გარეულ ქათმისებრთა წვრილ ნაწლავში. ბიოჰელმინთი. შუალედ. მასპინძ. – ჭიაყელა. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკული ფორმით. ინტენსიური დაინვაზიების დროს ნაწლავების ანთება ვითარდება, რაც ძლიერ სიგამხდრეს იწვევს.