მაიერინგ-მიქაძე ეკატერინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: მაიერინგ-მიქაძე ეკატერინე '''მაიერი...)

12:57, 20 დეკემბერი 2022-ის ვერსია

მაიერინგ-მიქაძე ეკატერინე

მაიერინგ-მიქაძე ეკატერინე – (Meiering-Mikadze Ekaterine), ქართველი დიპლომატი, 2004-2009 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში – აკრედიტებული ერაყსა და ლიბანის რესპუბლიკაში (2004-2007 წლებში ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში), 2009-2012 წლებში წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში – აკრედიტებული საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოში და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, 2012-2017წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში

დაიბადა 4 აგვისტო, 1967 წელი, ქ. გორი, საქართველო.

განათლება: 2019 – გაზისა და ნავთობის პოლიტიკური ეკონომია, პარიზის პოლიტიკურ, მეცნიერებათა ინსტიტუტი, საფრანგეთი;

2004 – ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ძირითადი კურსი, მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტი, ჟენევა;

1993-1995 – თანამედროვე არაბული სამყაროს ანალიზი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, პარიზი, საფრანგეთი;

1984-1991 – აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

1988-1989 – ცოცხალ ენათა ინსტიტუტი, ტუნისის უნივერსიტეტი;

2017-2019 – გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. მათ შორის პროექტების მონიტორინგისა და ევალუირების დარგში, ეუთოს/ოდირის საერთაშორისო დამკვირვებლის დარგში.

სამუშაო გამოცდილება: 2020 – მკვლევარი, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი, აშშ;

2019 – ბონის მადიბა აკადემიის თანადამფუძნებელი, გერმანია;

2002-2003 – მუშაობდა კონსულტანტად გერმანიის პოლიტიკურ ფონდში ლიბანში და საფრანგეთის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში იორდანიაში;

1998-1999 – კონსულტანტი, გერმანული ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტო, რიადი, საუდის არაბეთი;

1997-1998 – მკვლევარი, თანამედროვე აღმოსავლეთის ცენტრი, ბერლინი, გერმანია;

1996-1997 – პროექტ-მენეჯერი, ბერლინის მსოფლიო კულტურათა სახლი, გერმანია;

1992-1995 – მრჩეველი, საზღვარგარეთთან ურთიერთობის განყოფილება, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თბილისი.

ფლობს: ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, არაბულ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები: კატარის სახელმწიფოს ალ-ვაჯბას ორდენი, 2017;

საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი, 2010;

ოქროს ფრთა, ჟურნალისტთა კავშირი, თბილისი, 2009.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები