ასკარიდიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ასკარიდიოზი''' - (ascaridiosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Ascaridia + ბერ...) |
13:10, 21 დეკემბერი 2022-ის ვერსია
ასკარიდიოზი - (ascaridiosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Ascaridia + ბერძნ. osis დაავადება) – ფრინველის ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდა – Ascaridia galli პარაზიტობს ქათმის, ინდაურის, ციცრის და სხვა ქათმისებრთა წვრილ ნაწლავებში. უპირატესად ავადდება რვა თვის ასაკამდე მოზარდეული. სიმპტ.: დაინვაზიებიდან მე-7-10 დღეს ფრინველს ეტყობა მოდუნება, დაკნინება; ხილული ლორწოვანი გარსები და ბიბილო – ანემიური; ნისკარტიდან გადმოედინება ლორწო; ზოგჯერ ვითარდება ფაღარათი, რომელიც იცვლება ყაბზობით. ფრინველი ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ძლიერ ხდება, ნაკლებად მოძრაობს, მობუზულია და ზის ჩამოშვებული ფრთებით. უფროსი ასაკის ფრინველში, რომელიც ინვაზიის მატარებელი და გამავრცელებელია, ასკარიდიოზი კლინიკური გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს. იგი გავრცელებულია ყველგან.