ნაკაშიძე ნინო (დიპლომატი)
Khdavituri (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: წარწერის ტექსტი '''ნაკაშიძე ნინო''' – (Nakashidze Nin...) |
Khdavituri (განხილვა | წვლილი) მ (მომხმარებელმა Khdavituri გვერდი „ნაკაშიძე ნინო (დიპლომატი)“ გადაიტანა გვერდზე „[[ნინო ნაკაშიძე (დიპ...) |
13:57, 21 დეკემბერი 2022-ის ვერსია
ნაკაშიძე ნინო – (Nakashidze Nino), ქართველი დიპლომატი, 2008-2013 წლბი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში
დაიბადა 9 ნოემბერი,1955 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1972-1977 – ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური და გერმანული ენების ფაკულტეტი,დიპლომი და მაგისტრის ხარისხი;
1977-1980 – მ. ტორეზის სახელობის უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტი ფილოლოგიის ფაკულტეტის ინგლისური ენის კათედრის ასპირანტი, დიპლომი და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი;
2000 – ამერიკული სწავლების ფულბრაიტის პროგრამა,ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტი, აშშ;
2006 – აშშ კონგრესის დემოკრატიის მხარდაჭერის პროგრამა;
2007 – სამთავრობო სწავლების პროგრამა, ტოკიო, იაპონია.
სამუშაო გამოცდილება:
2019-დან – სამაუწყებლო კომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორის მოადგილე;
2013-2019 – სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს გენერალური დირექტორის მოადგილე;
2008-2013 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საბჭოს სამმართველოს უფროსი;
2004-2008 – საქართველოს პარლამენტის წევრი;
2006-2008 – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
2002-2008 – ამერიკული სწავლების ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი;
1995-2005 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
1994-2010 – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი;
1982-1993 – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ფლობს: ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ჯილდოები: ევროპის პრიზი ხელოვნებისა და კულტურის მხარდაჭერისათვის.
==წყარო==
დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები