ბეზნოიტიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბეზნოიტიები''' - (Besnoitia; ფრანგი მეცნიერის ბესნოიტეს პატივსაცემ...) |
15:33, 21 დეკემბერი 2022-ის ვერსია
ბეზნოიტიები - (Besnoitia; ფრანგი მეცნიერის ბესნოიტეს პატივსაცემად) – ერთუჯრედიანი პარაზიტები; მიეკუთვნებიან Besnoitia-ს გვარს, Coccidiida-ს რაზმს. ბეზნოიტიების ტროფოზოიტები, რომელთაც ნახევარმთვარისებრი ფორმა აქვთ, ლოკალიზებენ პერიფერიულ სისხლძარღვებში, ხოლო ცისტები, რომელთაც მრგვალი ფორმა აქვთ (დიამეტრი – 0,5-4 მიკრონი) – კანის, კუნთების ფასციებში, სკლერაში, ლორწოვან და სეროზულ გარსებში. Besnoitia besnoiti – მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის პარაზიტი; B.tarandi – ჩრდილოეთის ირმების პარაზიტი; B.jellisoni – მინდვრის თაგვის პარაზიტი.