ბრაულა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბრაულა''' - (ლათ. Braula გვარის დასახელება) – მწერების გვარი; მიეკუ...) |
16:46, 21 დეკემბერი 2022-ის ვერსია
ბრაულა - (ლათ. Braula გვარის დასახელება) – მწერების გვარი; მიეკუთვნება Diptera-ს რაზმს, Insecta-ს კლასს. Braula caece (ლათ. caece ბრმა) – მოწითალო-მორუხო ფერის ფუტკრის ტილი, რომელსაც თვალები და ფრთები არ აქვს. სხეულის სიგრძე – 1,5 მმ-მდე. პარაზიტობს უფროსი ასაკის ფუტკრებზე, უპირატესად, მდედრ ინდივიდებზე. ბრაულას მდედრი შობს ლარვებს, რომლებიც სწრაფად ჭუპრდებიან, ხოლო ჭუპრიდან გამოდის ბრაულას იმაგო, ზრდასრული ფორმა.