თომინქსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Khdavituri (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''თომინქსი''' ('''thominx''' ბერძნ. '''thominx''' თოკი) – ნემატოდების გვარი; მიეკ...) |
12:44, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია
თომინქსი (thominx ბერძნ. thominx თოკი) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Capillariidae-ს ოჯახს, Trichocephalata-ს
ქვერაზმს. Thominx aerophilus (ბერძნ. aer ჰაერი + philos მეგობარი) – სახეობა, პარაზიტობს ძაღლის, კატის, მელიის, სიასამურის, ყარსაღის სასუნთქ გზებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – ჭიაყელები. ბეწვიანი ნადირის თომინქსოზის აღმძვრელი;
Th.contorta (ლათ. contortus დახვეული) – სახეობა, პარაზიტობს ფრინველის საყლაპავის, იშვიათად, კუჭის ლორწოვან გარსზე. გეოჰელმინთი. ფრინველის თომინქსოზის აღმძვრელი. უპირატესად, 1-4 თვის ასაკის მოზარდეული ავადდება.