თომინქსოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Khdavituri (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''თომინქსოზი''' ('''thomynxosis'''; აღმძვრელის გვარის დასახელება '''thominx''' + ბ...) |
12:51, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია
თომინქსოზი (thomynxosis; აღმძვრელის გვარის დასახელება thominx + ბერძნ. osis დაავადება) – ძუძუმწოვრებისა და ფრინველის ჰელმინთოზი. აღმძვრელები, Thominx-ის გვარის ნემატოდები პარაზიტობენ სასუნთქ გზებში ან საყლაპავსა და კუჭში. გავრცელებულია ყველგან.
ფრინველის თომინქსოზი, რომლის აღმძვრელია Thominx contorta, მძიმე ფორმით მიმდინარეობს ოთხ თვემდე ასაკის მოზარდეულში.
სიმპტომები: საყლაპავის დახშობა, საკვების მიღების შეწყვეტა, სიგამხდრე, ზოგადი სისუსტე, ქოშინი.
ხორცისმჭამელების თომინქსოზის აღმძვრელი – Thominx aerophilus პარაზიტობს ძაღლის, კატის, ბეწვიანი ნადირის ტრაქეაში, ბრონქებში, ცხვირის ღრუში.
სიმპტომები: ხველა, ცხვირის ცემინება, ზედაპირული, გართულებული სუნთქვა, რომელსაც ხიხინი ახლავს, მადის დაქვეითება, სიგამხდრე.