იზოსპორა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Khdavituri (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''იზოსპორა''' ('''isospora'''; ბერძნ. '''isos''' თანაბარი ერთნაირი + '''spora''' თესლი) ...) |
13:05, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია
იზოსპორა (isospora; ბერძნ. isos თანაბარი ერთნაირი + spora თესლი) – უმარტივესების გვარი; მიეკუთვნება Eimeriidae-ს ოჯახს, Coccidiida-ს რაზმს. იზოსპორა ხერხემლიანი ცხოველების უჯრედშიდა პარაზიტია. მისი გადაცემა ხდება ოოცისტების მეშვეობით, რომლებიც ავადმყოფი ცხოველის ორგანიზმიდან გამოიყოფა ფეკალთან ერთად. მომწიფებული ოოცისტა შეიცავს ორ სპოროცისტას, ყოველ მათგანში ოთხ-ოთხი სპოროზოიტია.