დიოქტოფიმოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დიოქტოფიმოზი''' - (dioctophymosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Dioctophyme + ...) |
14:37, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია
დიოქტოფიმოზი - (dioctophymosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Dioctophyme + ბერძნ. osis დაავადება) – ხორცისმჭამელი ცხოველების, იშვიათად ღორის, ცხენის, ძროხის, ადამიანის ჰელმინთოზი. Dioctophyme renale – სახეობა, პარაზიტობს შარდის ბუშტში, თირკმელებში, იშვიათად მუცლის ღრუს სხვა ორგანოებში. დ. შესაძლოა არ გამოვლინდეს, ვიდრე მეორე თირკმელი ახდენს დაზიანებული თირკმელის კომპენსირებას. ორივე თირკმლის დაზიანების შემთხვევაში ფერხდება ცხოველის ზრდა-განვითარება, იგი გამხდარია. შემდეგ ვითარდება თირკმელის უკმარისობა და ნერვული მოვლენები, ზოგჯერ – შარდის შეკავება. ცხოველი ურემიის შედეგად იღუპება.