დიფილობოთრიუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დიფილობოთრიუმი''' - (Diphyllobotrhrium; ბერძნ. dis ორჯერ + phyllon ფოთოლი + botrion ღრ...) |
15:16, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია
დიფილობოთრიუმი - (Diphyllobotrhrium; ბერძნ. dis ორჯერ + phyllon ფოთოლი + botrion ღრმული) – ლენტურების გვარი. Diphyllobotrhrium latum (ფართო ლენტურა, ლათ. latus ფართო) – სახეობა, პარაზიტობს ადამიანის, აგრეთვე ძაღლის, კატის, ყარსაღის, კვერნას წვრილ ნაწლავებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – კიბო-ციკლოპები, დამატ. მასპინძ. – მტკნარი წყლის თევზები. დიფილობოთრიოზის აღმძვრელი.