დრაკუნკულოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დრაკუნკულოზი''' - (dracunculosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Dracunculus + ...) |
15:29, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია
დრაკუნკულოზი - (dracunculosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Dracunculus + ბერძნ. osis დაავადება) – ძაღლის, ცხენის, მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვისა და ადამიანის ჰელმინთოზი. აღმძვრელი – Dracunculus medinensis პარაზიტობს კანქვეშა უჯრედისში. დრაკუნკულოზი ფართოდაა გავრცელებული ავღანეთში, ირანში, ერაყში, აფრიკის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. დაავადება დასნებოვნებიდან 8-12 თვის შემდეგ ვლინდება. კანზე, უმეტესად კიდურების მიდამოში, მოწითალო ფერის ბუშტები ჩნდება, რომლებიც ჩირქდება; მეორეული მიკროფლორით დაინფიცირებისას კანქვეშა უჯრედისში ანთებითი პროცესი ვითარდება, ხოლო დაავადების გართულებისას – კანის, კუნთების, მყესებისა და სახსრების ფიბროზი.