დრაშეიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დრაშეიოზი''' - (drascheiosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Drascheia + ბერძნ...) |
15:34, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია
დრაშეიოზი - (drascheiosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Drascheia + ბერძნ. osis დაავადება) – ცხენის, სახედრის, ჯორის, ჯორცხენას ჰელმინთოზი, რომლის აღმძვრელის – Drascheia megastoma-ს ზრდასრული ფორმები პარაზიტობენ კუჭის კედელში, მათი ლარვები – კანში. დრაშეიოზი გავრცელებულია ყველგან, განსაკუთრებით, სამხრეთის ქვეყნებში. კუჭის ფორმის დროს აღინიშნება გასტროენტერიტის ნიშნები, პროგრესირებადი სიგამხდრე, ზოგჯერ – ჭვლები. კანის ფორმის დროს, რომელიც წლის ცხელ პერიოდში ვითარდება, ზურგის, კისრისა და კიდურების მიდამოებში დაწყლულებული უბნები („ზაფხულის წყლულები“) ჩნდება.