ლეპტომონადები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Khdavituri (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''ლეპტომონადები''' ('''Leptomonas'''; ბერძნ. '''leptos''' წვრილი, ნაზი + '''monos''' ერთი) ...) |
15:45, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია
ლეპტომონადები (Leptomonas; ბერძნ. leptos წვრილი, ნაზი + monos ერთი) – უმარტივესების გვარი; მიეკუთვნება Trypanosomatidae-ს ოჯახს. ლეპტომონადების სხეული წვრილი და თითისტარისებრია. ბირთვი მდებარეობს სხეულის შუა ნაწილში, კინეტოპლასტი – უკანა ნაწილში, საიდანაც შოლტი იწყება. ისინი ფეხსახსრიანებისა და ჭიების სხეულში ბინადრობენ. პათოგენური სახეობები აბრეშუმის ჭიის დაავადებას იწვევენ.