კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა''' – ბიბლიოთეკის ისტორ...)

17:45, 26 დეკემბერი 2022-ის ვერსია

კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა – ბიბლიოთეკის ისტორია სათავეს XIV ს-დან იღებს. XVI-XVII სს-დაბ ბიბლიოთეკის საცავები ივსება შეწირულობების გზით, არაბული, ებრაული და სხვაენოვანი ხელნაწერებით, წიგნადი კოლექციებით. XVII 60-70-იან წლებში ბიბლიოთეკა უკვე ფლობდა ძველნაბეჭდი წიგნების, ინკუნაბულებისა და ხელნაწერების მნიშვნელოვან კოლექციას.

1867-1886 წწ-ში ბიბლოთეკას მართავდა ცნობილი კოლექციონერი ჰენრი ბრედშოუ, რომელის დროსაც ჩამოაყალიბებულმა ეფექტურმა სტრუქტურამ, კლასიფიკაციისა და კატალოგიზაციის სისტემამ ხელი შეუწყო ბიბლიოთეკის ახალი კოლექციებით შევსებას. XX ს-ში გაფართოვდა როგორც ბიბლიოთეკის ფონდები, ასევე მისი ნაგებობაც. XXI ს-დან ბიბლოთეკამ ყურადღება მიმართა ციფრული ფონდის შექმნისაკენ. 2010 წლიდან მოქმედებს კებრიჯის ციფრული ბიბლიოთეკა.

კემბრიჯის ბიბლიოთეკაში დაცულია 11 ქართული ხელნაწერი, ძირითადად ფრაგმენტები.

ვინაიდან სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაციაში ხელნაწერები შესაძლოა იყოს აღნიშნული სხვადასხვა შიფრით (Georgian Ms./ Taylor-Schechter Ms.), წინამდებარე გამოცემაში ვუთითებთ ორივეს. როგორც რ. ბლეიკის მიერ შედგენილი აღწერილობიდან (Blake 1932: 208-224) ირკვევა, კებრიჯში დაცული ქართული ფრაგმენტების უმეტესი ნაწილი სინური წარმომავლობისაა. ორი ქართული ფრაგმენტი კემბრიჯის უნივერსტეტის Taylor-Schechter კოლექციის შემადგენელი ნაწილია. ებრაული ხელნაწერების ეს მდიდარი კოლექცია შედგა 1896-1897 წწ-ში კემბრიჯის დოქტორ სოლომონ შეჩერის ინიციატივითა და ჩარლს ტეილორის ფინანსური მხარდაჭერით. ფუსტატის, ძველი კაიროს, ბენ ეზრას უძველეს სინაგოგაში შეძენილი სხვადასხვა დროის ებრაული ხელნაწერებისა და ფრაგმენტების საფუძველზე კემბრიჯის ბიბლიოთეკაში შეიქმნა ტეილორ-შეჩერის გენიზას კოლექცია. კოლექცია აერთიანებს სხვადასხვა დროს ებრაულსა და, ასევე, სხვა ენებზე გადაწერილ მრავალფეროვანი შინაარსის (როგორც რელიგიური, ასევე საერო) 193 000 ერთეულს. სხვა ქართული ფრაგმენტები – 9 ერთეული, რომლებიც დაცულია ახლო და შუა აღმოსავლეთის კოლექციაში, ბიბლიოთეკამ შეიძინა ფონ ტიშერდორფისგან. ისინი იერუსალიმაური და სინური წარმომავლობის ქართული ხელნაწერი წიგნების ნაწილებს წარმოადგენენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კემბრიჯის ქართულ ხელნაწერებში ირიცხებოდა კიდევ ერთი ხელნაწერი MS. add. 1890. 2 ორი ფურცელი, თუმცა, აღნიშნული ერთეული წარმოადგენს სომხური ხელნაწერის ფრაგმენტს. წინამდებარე გამოცემაში კემბრიჯის ქართულ ხელნაწერთა შესახებ ინფორმაცია შედგენილია რ. ბლეიკის აღწერილობისა (Blake 1932: 207-224)და ცალკეული ერთეულებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო პუბლიკაციების საფუძველზე. კორექტივები შეტანილია ავტორთა ჯგუფის მიერ.

იხილე აგრეთვე

კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები