უმუშევრობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:შრომის ბაზარი]]
 
[[კატეგორია:შრომის ბაზარი]]
 +
[[კატეგორია:უმუშევრობა]]

მიმდინარე ცვლილება 22:50, 13 იანვარი 2023 მდგომარეობით

უმუშევრობა - (unemployment), სიტუაცია ეკონომიკაში, როდესაც შრომისუნარიანი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ შეუძლია თავისი ამ უნარის გამოყენება და შრომის სარეზერვო არმიად იქცევა. ძლიერდება ეკონომიკური კრიზისისა და დეპრესიის პერიოდში სამუშაო ძალაზე მოთხოვნის მკვეთრად შემცირების შედეგად. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმით უმუშევარი არის 15 და მეტი წლის პირი, რომელიც საკვლევი კვირის განმავლობაში არ ეწევა საქმიანობას და ეძებს სამუშაოს, ან არ ეძებს, რადგან გადაეწურა მისი შოვნის იმედი (ხელჩაქნეულია), თუმცა, სამუშაოს შემოთავაზების შემთხვევაში მზად არის შეუდგეს მუშაობას.

რეგისტრირებული უმუშევარი არის დასაქმების სამსახურში რეგისტრირებული პირი. უმუშევრობის განსაზღვრული დონე - სამუშაო ძალის რიცხოვნობის 6-7% - ნორმალურ მოვლენად ითვლება და იწოდება უმუშევრობის ბუნებრივ დონედ.

არსებობს ფრიქციული, სტრუქტურული, ფარული, ციკლური, ინსტიტუციური, დემოგრაფიული და ა.შ. უმუშევრობა.


[რედაქტირება] წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები